ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს, 17:00 საათზე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც დაესწრება.
„იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებლი მაია მურაჩაშვილი ამბობს, მათ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რა საკითხებზე შედგება სამუშაო შეხვედრა, თუმცა სექტორი ელოდება სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც, ისინი ქვეყანაში ტურისტების შემოყვანას შეძლებენ.