ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ Meta, ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის 277 მლნ დოლარით დააჯარიმა.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის კონფიდენციალურობის მთავარი დამკვირვებელია, აშშ-ს მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის 277 მლნ დოლარით დააჯარიმა - ამის ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამოძიება ეხებოდა ჰაკერულ ვებსაიტზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას Facbook-ის 533 მლნ მომხმარებლის შესახებ მთელ მსოფლიოში, მათი ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ჩათვლით.
თავად კომპანიამ უპასუხა, რომ გამოქვეყნებული მონაცემები მოძველებული, პრობლემა აღმოაჩინეს და ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოფხვრეს.
გარდა ამისა, ჯარიმის გამოცხადების შემდეგ, Meta-მ განაცხადა, რომ ადამიანების მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ფუნდამენტურია მათი ბიზნესის ფუნქციონირებისთვის და კომპანია სრულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან.
ცნობისთვის, კომპანიის ჯარიმა სიდიდით მესამეა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის მიხედვით.