დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ მათი აღსრულების მექანიზმს შრომის ინსპექცია შერჩევითად გააკონტროლებს.
„თითოეული ადამიანის კონტროლი ძალიან რთულია და ეს დამოკიდებულია იმ დაწესებულებაზე, სადაც ამოქმედდება „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, მისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ შრომის ინსპექცია შერჩევითად გააკონტროლებს მათ“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ უწყებთშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებში და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, გასართობი ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერასა და მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სამორინეებში და სათამაშო ბიზნეს ობიექტებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე პირველი დეკემბრიდან შესვლას მხოლოდ და მხოლოდ ”მწვანე პასპორტის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ ამ ეტაპზე „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია სავაჭრო მოლებს არ ეხება.