დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე რესტორატორებს შეხვდნენ.
როგორც რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და დარგის ეტაპობრივი ამოქმედების საკითხებთან ერთად ის რეგულაციები განიხილეს, რომლის დაკმაყოფილება რესტორნებს გახსნის პირობებში მოუწევთ.