მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.
როგორ ცნობილია, დღეს 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების განრიგი გადაწყდება.
ცნობისთვის: კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, მაგრამ როგორც გუშინ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობას ნდობას უახლოეს დღეებში გამოუცხადებენ.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ და უმრავლესობამ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გუშინვე წარადგინა. ირაკლი კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად, მისი წარდგენის საფუძველზე დაამტკიცა.
„ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ სადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა შს მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. ის გამორჩეული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია, რომელსაც წარმატებით შეუძლია გაუძღვეს მთავრობის საქმიანობასაც და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. წარმატებები მას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.