საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით ხდება ცნობილი.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში 23.4%-ით შემცირდა. თუ 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 1 262 459 000 აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წელს ამ მაჩვენებელმა - 967 364 300 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, მიმდინარე წელს ხუთ თვეში ქვეყანაში 65 455 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ამავე პერიოდში კი - 82 841 ერთეული.
რაც შეეხება ქვეყნებს, 2024 წლის იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილების ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა იყო:
- აშშ - 549 952 350 აშშ დოლარი, (46 226 ერთეული);
- გერმანია - 139 257 520 აშშ დოლარი, (2 788 ერთეული);
- იაპონია - 138 778 090 აშშ დოლარი, (9 975 ერთეული);
- კორეა (რესპუბლიკა) – 20 244 460 აშშ დოლარი, (1 469 ერთეული);
- ჩინეთი - 18 598 000 აშშ დოლარი, (1 119 ერთეული).