მფრინავი მანქანის პროტოტიპმა AirCar პირველი 35 წუთიანი ფრენა ნიტრასა და ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტებს შორის წარმატებით შეასრულა. ჰიბრიდული მანქანა-თვითმფრინავი BMW-ს ძრავითაა აღჭურვილი და ჩვეულებრივ ბენზინის საწვავზე მუშაობს.
იმისათვის, რომ მანქანა თვითმფრინავად გადაიქცეს, სულ 15 წამია საჭირო, რის შემდეგაც მანქანის გვერდების გასწვრივ ფრთები იჩენს თავს და ორი ადამიანის (მაქსიმალური წონა 200) ჰაერში ასაფრენად მზადაა.
როგორც მისი შემქმნელი პროფესორი სტეფან კლეინი აღნიშნავს, პროტოტიპის ტესტირება “ნორმალური” და “ძალიან სასიამოვნო” იყო. ამ შემთხვევაში ჰიბრიდმა 170 კმ/სთ-ს განვითარება შეძლო, თუმცა მისი მსგავსი ე. წ. თვითმფრინავი ტაქსების პროტოტიპებისგან განსხვავებით, იგი სპეციალურ ასაფრენ ბილიკს საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად საფრენ მანქანებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არსებობს – უკვე დიდი ხანია, მისი იდეა თუ რეალური პროტიტიპები პოპულარულ კულტურაში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, როგორც მომავლის ვიზუალური მშვენიერება. ჯერ კიდევ 2019 წელს საკონსულტაციო კომპანიამ Morgan Stanley-მ იწინასწარმეტყველა, რომ სექტორის ღირებულება 2040 წლისთვის 1.5 ტრილიონს მიაღწევს.
AirCar-ის შექმნას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა მისი ინვესტიცია კი 2 მილიონზე ნაკლებია. და როგორც მის უკან მყოფი Klein Vision-ის მრჩეველი და ინვესტორი ანტონ ზაიაჩი აცხადებს, თუ კომპანია გაყიდვებით მცირე გაყიდვების მოზიდვას შეძლებს, ესეც კი დიდი წარმატების მომტანი იქნება.
როგორც ვხედავთ, AirCar-თან დაკავშირებით დიდი მოლოდინებია და ყველა მოუთმენლად ელის, როდის მიიღებს მფრინავი მანქანა შესაბამის სერტიფიკატებს, როგორც საფრენად უსაფრთხო მოწყობილობა.