საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების და ემიტენტის რეიტინგები Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო პროგნოზი "ნეგატიურიდან" "სტაბილურ"-ზე შეცვალა.
რეიტინგების სტაბილური პროგნოზი ასახავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მოლოდინს, რომ ბანკის მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლები, ასევე, ძლიერი კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციები მომავალშიც შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ Moody’s-მა თიბისი ბანკის საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA)) და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2- ნიშნულამდე გაზარდა.
ასევე, გადაიხედა და გაუმჯობესდა ბანკის გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე.