janmedi
ავერსი ნემო

Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა და GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა მონაწილეობა მიიღეს “საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა ურბანული განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კონტექსტში“. ფორუმის დისკუსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.

ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და მარეგულირებელი ორგანოს პირველი პირები. პანელურ დისკუსიაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ლევან ჟორჟოლიანთან და სემეკის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GGU ჯგუფისა და GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმები, თანამედროვე ურბანული განვითარების გამოწვევები, მდგრადი განვითარების მიზნები და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატარიფო პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო GWP-ის მიმდინარე საოპერაციო შედეგებსა და იმ მასშტაბურ ინვესტიციებს, რომლებსაც Aqualia, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ინვესტორი, ქვეყნის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.

„მოხარული ვარ ფორუმში მონაწილეობით. Aqualia 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სფეროში არსებულ საკითხებზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგებზე თბილისში, რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. პროგრესი თვალსაჩინოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი დისკუსიები გვეხმარება მუდმივად ვიცოდეთ ქვეყნის პრიორიტეტები და მკაფიოდ დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი

ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Aqualia-სა და „ჯივიპის“ ერთობლივი სტრატეგიული გეგმები პირდაპირ პასუხობს ქვეყანაში დარგის მდგრადი განვითარების ხედვებს და მიზნად ისახავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

78