"საინფორმაციო სააგენტო ბიზნესთაიმი ყველგან, სადაც ბიზნესია", - ამის შესახებ "ბიზნესთაიმის" რედაქტორმა მირანდა შურღაიამ “ოქროს ბრენდის” დაჯილდოვების მე-19-ე ცერემონიალზე განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, თქვენთან ერთად ვიმყოფები. "ბიზნესთაიმი" "ოქროს ბრენდის" დაჯილდოების ტრადიციული პარტნიორია და ამ ღონისძიების განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, ქალბატონ ნათიას და ბატონ ზვიადს. მადლობა მათ, საქმიანი პარტნიორობისთვის და იმ საქმისთვის, რომელსაც ბიზნესის წახალისება და მხარდაჭერა ქვია. ასევე, მადლობა თქვენ - ძვირფასო ბიზნესის წარმომადგენლებო. თქვენი წარმატება - პროპორციულად ქვეყნის კეთილდღეობაზე, ეკონომიკაზე ისახება. თქვენი წარატება - ჩვენი წარმატებაა. გისურვებთ უფრო მეტ წარმატებებს. ვისურვებდი ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, როგორიც ვეკადრება - ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში" - განაცხადა მირანდა შურღაიამ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “გლობალ აიდი” წელს “ოქროს ბრენდის” დაჯილდოვების 19-ე ცერემონიალს ატარებს. “ოქროს ბრენდის” ცერემონიალი, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ყოველ წელიწადს ტარდება, წელს 14 ივნისს გაიმართა.