ქართულ რეალობაში რემონტის დაწყება უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული - სარემონტო მასალების საყიდლად სირბილი, შესაბამისი ხარისხის მასალების შერჩევა, დროში გაწელილი სარემონტო სამუშაოები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ხშირად აწყდება მომხმარებელი.
ქართულ რეალობაში რემონტის დაწყება უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული - სარემონტო მასალების საყიდლად სირბილი, შესაბამისი ხარისხის მასალების შერჩევა, დროში გაწელილი სარემონტო სამუშაოები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ხშირად აწყდება მომხმარებელი. ამ ყველაფერს ემატება პროფესიონალი ხელოსნის პოვნა, რათა როგორც ვადები, ასევე ფასი არ იყოს რამდენიმეჯერ შეცვლილი. მართალია, ბაზარზე ბევრი შეთავაზებაა, მაგრამ ისეთი კომპანიის პოვნა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება ადამიანთა კეთიოლდღეობა და ფასეული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, ურთულესი საქმეა.
საინფორმაციო სააგენტო Business Time, მოგიყვებათ ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიაზე, რომელიც გამოცდილ და საქმის მცოდნე ადამიანებს აერთიანებს.
METRIX-ის შემქნის ისტორია
სარემონტო კომპანია METRIX-ი ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2018 წლიდან..დღეს კი როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარემონტო სამუშაოებს “ერთი ფანჯრის” სისტემით ახორციელებენ.
“ბიზნეს იდეის“ ინსპირაცია, როგორც ყოველთვის იბადება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სფეროში აწყდებიან. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართულ სარემონტო სივრცეში იყო ძველი ე.წ. პრარაბული მოდელი, რომელიც ტყუილზე და ადამიანებთან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე იყო აგებული. არ არსებობდა ამ სფეროში მართვის რგოლი, ფასეული ურთიერთობები, შესრულებაზე პასუხისმგებლობა და ვადების დაცვა”, - სწორედ ეს რეალობა გახდა კომპანია METRIX-თვის საფუძველი, დაეფუძნებინათ ისეთი კომპანია, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა ქართულ რეალობაში და მომხმარებელს შესთავაზებდა მომსახურების “ერთი ფანჯრის” პრინციპის მოდელს.
,,ქართულ ბაზარზე არ არსებობდა კომპანია, რომელიც სრულ მომსახურებას გაუწევდა დამკვეთს, ისე, რომ, მათი სარემონტო პროცესში მუდმივი ჩართვა არ ყოფილიყო საჭირო. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევქმენით სარემონტო კომპანია რომელიც ორიენტირებულია ადამიანთა კეთიოლდღეობაზე, ფასეული ურთიერთობების შექმნაზე”, - გვიხსნიან კომპანიაში და იქვე დასძენენ, რომ კომპანია METRIX-ი სრულად არის მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული და მათთან ურთიერთობის დროს ყოველი დეტალია გათვალისწინებულია.
რატომ Metrix-ი?
Metrix-ის ხელოსნების გუნდი გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას ერთ სივრცეში: იატაკის დაგება, აბაზანის მოპირკეთება, სანტექნიკის მონტაჟი, შპალერის გაკვრა, კედლის შეღებვა, გათბობა/კონდიცირების სისტემის მონტაჟი, ელექტროგაყვანილობის დაგეგმვა, კედლებისა თუ იატაკის თბოიზოლაცია, შეკიდული ჭერის მონტაჟი, მინა შუშის ნებისმიერი სირთულის სამუშაო და სხვა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ Metrix-ი მხოლოდ რემონტით არ შემოიფარგლება, კომპანია ასევე ქმნის ნებისმიერი სახის ავეჯს - პროფესიონალი ხელოსნები ყველანაირი სირთულისა თუ მოცულობის შეკვეთას უნაკლოდ და დროულად დაგიმზადებენ. რაც მთავარია, თქვენ მიერ შეკვეთილი ავეჯი მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენს ფინანსებზე, საჭიროებებსა და გემოვნებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ Metrix-ის დიზაინერი, თქვენთან შეთანხმებით, შეასრულებს აზომვით სამუშაოებს, უზრუნველყოფს სწორ დაგეგმარებას და თქვენი გემოვნების შესაბამისად შეარჩევს თქვენთვის სასურველ დიზაინს.
იაფი არ ნიშნავს ხარისხიანს!
როგორც კომპანიაში გვიყვებიან მთავარი ორიენტირი და ღირებულება მათვის კმაყოფილი მომხმარებელია, რაც შემდეგში ნდობაში რეინვესტირდება.
“გარკვეულ სირთულეს პროფესიონალი კადრების მოძიება წარმოადგენს, თუმცა, ბევრად უფრო რთულია, იპოვო ადამიანები, რომლებიც თავიანთ პროფესიონალიზმს არ იყენებენ ბოროტად, რომელთაც ესმით, რომ საზოგადოებისთვის ჯერ უნდა გასცეს სარგებელი და მხოლოდ შემდგომ მიიღო მათგან იგივე”, - აცხადებენ კომპანიაში.
მომხმარებელზე საუბრის დროს, METRIX-ში აღნიშნავენ, რომ ქართველი მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში “ფეისბუქ” ჯგუფებით, სოციალური ქსელით ეძებს სარემონტო ჯგუფს და აქცენტს აკეთებს ფასზე, ცდილობს, რაც შეიძლება იაფად მიიღოს მომსახურება, რეალურად კი ამით ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, საბოლოო ჯამში კი, მათ უმრავლესობას ორჯერ მეტის გადახდა უწევთ. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ღებულობენ სასურველ შედეგს.
ხშირად იმედგაცრუებულია ქართველი მომხმარებელი და ამის მიზეზი მათ მიერ დაშვებული შეცდომაა - ცდილობენ თანხის დაზოგვის მიზნით იაფფასიან შემოთავაზებას დასთანხმდნენ, რაც ყველაფერს აფუჭებს, ბოლოს კი იღებენ იმას, რასაც იღებენ… გვიხსნიან კომპანიაში და აქვე ამის მაგალითებს გვიზიარებენ:
“ქართველი მომხმარებლები ე.წ. პრარაბების ან მატყუარა ხელოსნების პირობებს თანხმდებიან, რის შემდეგ იწყება მთელი რიგი პრობლემები - არაპროფესიონალების მიერ ჩამოთვლილი სამშენებლო მასალები, ხშირ შემთხვევაში არასაკმარისი ხდება და მომხმარებელს თავად უწევს დანაკლისის შევსება. ამ პროცესის ტყვე ხდებიან მომხმარებლები, რადგან სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ და თანხის ნაწილიც გადახდილი, შესაბამისად, პროცესს ვერ აჩერებენ. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს ის რეაქციები და უარყოფითი დამოკიდებულება რაც სიტყვა “რემონტზე” გვესმის,” - გვეუბნებიან კომპანია METRIX-ში.
მათივე თქმით, არსებობენ რეალურად პატიოსანი ხელოსნებიც, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად ასრულებენ საქმეს, თუმცა პრობლემა მათი აღმოჩენაა.
“მიუხედავად იმისა, რომ წლებია ამ ბიზნესში ვართ, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კადრების პოვნა ჩვენც კი გვიჭირს. შესაბამისად, ალბათობა იმის, რომ დამკვეთი მოტყუვდეს - სამწუხაროდ ძალიან მაღალია”.
ხარისხი, რომელსაც მოაქვს ნდობა…
კომპანია METRIX-ში აღნიშნავენ, რომ არსებობენ მეორე ტიპის დამკვეთებიც, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი მათივე მოსაზრებით, 10%/15% შეადგენს .
“სწორედ ეს ხალხია ჩვენი “სამიზნე” მომხმარებლები, მათ კარგად ესმით რა განსხვავებაა ე.წ. პრარაბთან შეთანხმებასა და სარემონტო კომპანიასთან თანამშრომლობას შორის, კერძოდ: ე.წ. პრარაბს არ ადარდებს იმიჯი, აინტერესებს მხოლოდ იმ მომენტში მიღებული შემოსავალი, ძირითადად ცხოვრობს ერთი დღით და მას არ აინტერესებს ან წარმოდგენა არ აქვს, რა არის რეპუტაციის ფასი. ჩვენი კომპანია აბსოლუტურად სხვაგვარად უყურებს მომხმარებელს, ესმის თუ რა ძალა აქვს უზარმაზარი შრომის შედეგად შექმნილ იმიჯს”.
კომპანიაში ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ იმიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო იმიჯის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად მთავარი კმაყოფილი მომხმარებელია. სწორედ ამ ნაწილში ახორციელებენ საკუთარი პროფესიონალიზმის ინვესტირებას, რათა მომხმარებლის ნდობის რეინვესტირება კომპანიის იმიჯში განხორციელდეს.
“ჩვენთვის ნებისმიერ თანხაზე მნიშვნელოვანია “მეტრიქსის” სახელი, ზუსტად ვიცით რა თანხა და დრო დაჭირდება რემონტს, ავეჯის დამზადებას და ა.შ. ეს ყველაფერი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, ვადის გადაცილების შემთხვევაში ვიხდით პირგასამტეხლოს მთლიანი თანხის 5%-ს. მასალა რომც დაგვაკლდეს, დამკვეთს არაფერს დავამატებინებთ და ამ ხარჯს კომპანია თავადვე გაიღებს, ვინაიდან ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომაზე - ჩვენვე ვაგებთ პასუხს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორად თუ ვერ დავთვალეთ საჭირო სარემონტო ხარჯები, ეს მომხმარებლის პრობლემად არ უნდა იქცეს. როგორც იტყვიან, ურთიერთობებიც დეტალებშია და ასეთი ნიუანსები ესმით ზემოთ ნახსენები ადამიანების 10%/15%-ს. სწორედ ადამიანების ეს ჯგუფი არიან ჩვენი მომხმარებლები, რომლებსაც ვთავაზობთ სრულ კომფორტს სარემონტო სამუშაოების განხორციელების პროცესში”, - ასე ახასიათებენ კომპანიაში საკუთარ მომხმარებლებს.
მათივე თქმით, ამ ადამიანებს ასევე ესმით რომ METRIX-ის მომსახურების ფასი მაღალია, ვიდრე ჯგუფებში მოძიებული ე.წ. ხელოსნების, თუმცა მიუხედავად ამისა მზად არიან გადაიხადონ მეტი, რათა თავიდანვე აიცილონ გაუგებარი და უსასრულო პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში არც თუ ბევრად იაფი გამოდის. მომხმარებლების ამ კატეგორიას ესმის, რომ არ უნდა გადაიხადონ იაფი ხარისხის ხარჯზე, რაც ხშირ შემთხვევაში ორჯერ გადახდასაც ნიშნავს, სასურველი შედეგს კი მაინც ვერ იღებენ. მზად არიან გადაიხდონ შედარებით ძვირი, მაგრამ მიიღონ ზუსტად ის, რაც მათ სურთ.
როგორც კომპანიაში ყვებიან, მათი მომხმარებლების კატეგორიიდან გამომდინარე, ძირითადად მაღალი დონის პროექტების განხორციელება უწევთ, თუმცა მცირე და დაბალბიუჯეტიან პროექტებსაც ხშირად ახორციელებენ.
“თუ სასიამოვნო ადამიანებთან გვიწევს თანამშრომლობა, ასეთ შემთხვევაში სიამოვნებით ვასრულებთ დაბალბიუჯეტიან პროექტებსაც. ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, პროექტი დიდია თუ მცირე, პირველ რიგში ვაკვირდებით დამკვეთს, მოგვწონს თუ არა მასთან ურთიერთობა, გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობენ დამკვეთები, რომლებთანაც არცერთი თანხის სანაცვლოდ თანამშრომლობას არ დავიწყებთ. ჩვენთვის ნებისმიერ თანხაზე მნიშვნელოვანია, ფასეული ადამიანები და მათთან ურთიერთობა! ამას კი ინდივიდუალურად განვსაზღვრავთ, ერთ-ერთ კრიტერიუმს გაგიმხელთ: თუ ადამიანში ვხედავთ მადლიერების გრძნობას, ასეთ ადამიანებთან დიდი სიამოვნებით ვიწყებთ მუშაობას”.
METRIX-ი - ეს არის კომპანია, რომელიც დამკვეთის სახლს აკეთებს იმავე დამოკიდებულებით, როგორც საკუთარს.
“მსგავსი დამოკიდებულება არის ის, რაც გვეხმარება, ისეთი შედეგის დადებაში, რომლითაც მომხმარებელი 100%-ით არის კმაყოფილი.”- განმარტავენ კომპანიაში.
ის, რაც განასხვავებს…
METRIX-ში ფიქრობენ, რომ მათ სეგმენტში საკმაოდ დაბალი კონკურენციაა, გამომდინარე იქედან რომ რემონტი და სარემონტო სამუშაოები ძალიან რთული სფეროა. ამბობენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია კონკურენციის გაწევა თუ კომპანიას კონკურენტებზე უპირატესობის მოსაპოვებლად ძალიან დიდი შრომა და გათვლა არ აქვს ჩადებული. METRIX-ში ამბობენ, რომ კონკურენტებისგან ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან.
“ჩვენ, ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც ფიქრობს თუ რა იქნება 10 წლის შემდეგ და როგორი გვინდა იყოს ჩვენი სტრატეგია. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვაღიარებთ, რომ პროცესში ვუშვებთ გარკვეულ შეცდომებს, მაგრამ შეცდომებზე გვაქვს მყისიერი და შესაბამისი რეაგირება. გვესმის, რომ არ ვართ იდეალურები და სწორედ ამიტომ მუდმივად ვვითარდებით. გაგვაჩნია ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა დამკვეთის წინაშე, აღვიქვავთ მათ როგორც საკუთარ ოჯახს”, - ასე პასუხობენ ჩვენს მიერ კონკურენციაზე დასმულ კითხვას კომპანიაში.
METRIX-ს განასხვავებს ისიც, რომ იწყებენ და ასრულებენ სარემონტო სამუშაოს სწრაფად და დათქმულ ვადებში.
“ჩვენი შესრულების ვადებს საქართველოში ალტერნატივა არ აქვს. როდესაც დამკვეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ვთანხმდებით კონკრეტულ მომსახურების ღირებულებაზე, ეს შეთანხმებული ფასი არასოდეს იცვლება, ეს ციფრი დამკვეთისთვის წინასწარ ცნობილია და განსაზღვრულია ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ გვყავს ე.წ. ,,პრარაბი“. ჩვენი მიდგომა აბსოლუტურად სხვაგვარია და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ გვყავს მაღალი დონის მენეჯერები, რომლებიც ქმნიან ფასეულ ურთიერთობებს დამკვეთებთან. ჩვენთან ურთიერთობას ადამიანებისთვის მოაქვს ბედნიერება. ჩვენ არ ვავითარებთ მხოლოდ სარემონტო პროცესებს, ჩვენ ვვითარდებით ყოველმხრივ, დაწყებული ურთიერთობებით, დასრულებული საშემსრულებლო ოსტატობით”.
სამომავლო გეგმები
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მეტად უნდა განვითარდნენ და ეს პროცესი მუდმივია. ასევე თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ისედაც კარგი ნდობითა და რეპუტაციით გამოირჩევიან კონკურენტებისგან, პროცესში ეს სანდოობა უნდა შეინარჩუნონ და კიდევ უფრო გაზარდონ, ვინაიდან ზუსტად აცნობიერებენ, რომ წარმატებული ბიზნესის გზა მადლიერ მომხმარებელზე გადის. სწორად შესრულებული, მაღალი ხარისხის სამუშაოებით და პროფესიონალიზმით მოიპოვება მადლიერი მომხმარებელი/დამკვეთი, რაც საუკეთესო რეკლამაა კომპანიისთვის.
“სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ მთელი საქართველოს მაშტაბით გავხსნათ ფილიალები. მოპოვებული ნდობა შევინარჩუნოთ და ნდობის არეალი კიდევ უფრო გავზარდოთ. ვთვლით, რომ სანდოობა - ერთერთი ძალიან დიდი ფასეულობაა კომპანიისთვის, რასაც მოაქვს ადამიანებისთვის ბედნიერება. მომხმარებლები აცნობიერებენ თუ რამდენად ღირებულია, არსებობდეს მსგავსი ტიპის კომპანია რომელიც ქმნის საზოგადოებრივ სარგებელს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი სწორედ ესაა, ჩვენ გვესმის, რომ ბიზნესს ვაკეთებთ იმისთვის რომ მივიღოთ შემოსავალი, თუმცა არ გვჭირდება არცერთი შემოსავალი, რომელიც არ აბედნიერებს ადამიანებს. ჩვენ გვესმის, რომ ჯერ უნდა გავცეთ, რომ დაგვიბრუნდეს - ბუმერანგის პრინციპით.”