რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი.
ბაღდოშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-თან, მთავრობის გუშინდელი ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანამშრომლები აიცრებიან.
“მე პორტუგალიის მოქალაქე ვარ, მალე წავალ და აუცილებლად ავიცრები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინა იქნება, ჯერ არ ვიცი უნდა დავაზუსტო, მთავარია იყოს სანდო და ხარისხიანი. რა თქმა უნდა მივესალმები ამ ინიციატივას, ვთხოვ და მოვთხოვ ჩემს თანამშრომლებს აიცრან. ყველა აიცრება- “ეგ არის და გორის ციხე” , უმჯობესია, რადგან მერე მაინც ვერავინ მიგვითითებს, რომ რესტორნები პანდემიის გამავრცელებელი ბუდეა, როგორც ეს ბრძანა ქალბატონმა ჯანდაცის მინისტრმა”- განაცხადა ბაღდოშვიმა.