"მალე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.
„მე ინტენსიურად ვარ ჩართული როგორც ვაქცინის მწარმოებლებებთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან და მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. მანამდე, სანამ ვაქცინაცია დაიწყება, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას და იძულებული არ გავხდეთ შეზღუდვები დავაბრუნოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში 22 მარტის კვირაში კოვაქს პლატფორმისგან "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა. ქვეყანა ამავე დროს ელოდება "ასტრა-ზენეკას" ვაქცინასაც. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ვაქცინის პირველი დოზები სამედიცინო პერსონალისთვის იქნება საკმარისი.