25–წლიანი ოპერირების შემდეგ Marriott–ის სასტუმროების ქსელი რუსეთს ტოვებს. ამის შესახებ, კომპანია განცხადებას ავრცელებს.
კომპანია, აღნიშნულის მიზეზად რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ასახელებს და წერს, რომ სანქციების პარალელურად ქვეყანაში მუშაობა "შეუძლებელი" გახდა.
"ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაანონსებული ახალი შეზღუდვები შეუძლებელს ხდის Marriott–ის ოპერირებას რუსულ ბაზარზე, მათ შორის ფრენჩაიზსაც",– წერია კომპანიის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, კომპანიამ მოსკოვის ოფისი მარტში დახურა და ინვესტირებაც შეაჩერა, თუმცა ქვეყანაში 22 სასტუმროს მესამე პირები ფლობდნენ და ისინი ჯერ კიდევ აგრძელებდნენ მუშაობას. კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთში ოპერირების შეწყვეტის პროცესი კომპლექსური იყო.