ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მაია ცქიტიშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვბრუნდები ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში,“ – თქვა დღევანდელ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა.