რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მსხვილი ნავთობკომპანიის ტოპ-მენეჯერი მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
რავილ მაგანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად რუსულმა სატელევიზიო არხმა, REN TV-მ გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით აღნიშნული „ინტერფაქსმაც“ და Mash-მაც დაადასტურეს, ამ ეტაპზე, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული მაინც არ არის. თუმცა, როგორც სამართალდამცველების მიერ რუსული TASS-ისთვის გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა, მოსკოვის ცენტრალური საავადმყოფოს ფანჯრიდან მამაკაცი მართლაც გადავარდა.