gorgia
ავერსი ნემო

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 4.75%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 110.3 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 5 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.618 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 46.62 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.77%-იან კლებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 0.51%-ით შემცირდა და ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 38.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.334 მლრდ სტერლინგს აჭარბებს.

18