janmedi
ავერსი ნემო

შპს „ლილო მოლი“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების „ტენდერების მონიტორის“ მონაცემებთან შედარება აჩვბენებს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი არაზუსტად ან არასრული კონტექსტით არის წარმოდგენილი.

„ბიზნესთაიმი“ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

“27 ოქტომბერს სხვადასხვა მედიასაშუალებამ, Transparency International Georgia-ს (TI) კვლევაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია კომპანია „ლილო მოლის“ მეწილეების პოლიტიკური შემოწირულობებისა და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შესახებ.

, რამაც საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია.

კერძოდ:

1. კვლევის მეთოდოლოგია გაურკვეველია

კვლევაში არ არის მითითებული, რომელი წყაროებიდან არის აღებული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემები, რა საანგარიშო პერიოდს მოიცავს ისინი და რა წესით არის დათვლილი შესყიდვები. ციფრებს არ ახლავს ხელშეკრულებების ჩამონათვალი ან მათი ნომრები, ამიტომ მასალებში მოყვანილი თანხების გადამოწმება შეუძლებელია.

ამ განცხადებაში მოყვანილი ციფრები კი ყველასთვის ხელმისაწვდომი საჯარო ბაზებიდანაა აღებული და მათი გადამოწმება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

2. შპს „ლილო-მოლი“ სახელმწიფო ტენდერებში არ მონაწილეობს

კომპანია სახელმწიფო ტენდერებში არ მონაწილეობს, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მას არც ერთი მოგებული ტენდერი არ აქვს.

„საქართველოს ფოსტასთან“ ურთიერთობა სახელმწიფო შესყიდვას არ წარმოადგენს. „საქართველოს ფოსტა“ უკვე 15 წელია „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ახორციელებს საბაჟო სატერმინალო მომსახურებას და ყოველთვიურად იხდის ფართის იჯარას, ასევე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის საფასურს დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ისევე როგორც „ლილო მოლში“ მოქმედი ყველა სხვა მეწარმე სუბიექტი.

ეს თანხა წლების განმავლობაში სტაბილურია და თვეში დაახლოებით 12 500 ლარს, წელიწადში კი 150 000 ლარს შეადგენს. თუმცა გამოქვეყნებულ მასალაში ეს მრავალწლიანი საიჯარო ურთიერთობა 2026 წლის „შეკვეთად“ არის წარმოდგენილი.

3. „50 მილიონი ლარი“ პრაქტიკულად ერთი კომპანიის ციფრია

ამ თანხის 98% (49 მლნ ლარი) შპს „არსაკიძე-2000“-ზე მოდის. ეს არის გზების მშენებელი დამოუკიდებელი კომპანია, რომელსაც ორი მფლობელი ჰყავს. მათგან „ლილო მოლის“ მეწილეა მხოლოდ ერთი, ვაჟა უსანეთაშვილი.

„არსაკიძე-2000“-ის მიერ მოგებული 108 ტენდერიდან 43 (18,4 მლნ ლარი, ანუ 36,7%) 2013-2016 წლებზე მოდის, ანუ იმ პერიოდზე, როდესაც ინფორმაციაში ნახსენები შემოწირულობები ჯერ არ განხორციელებულა.

სახელმწიფო შესყიდვებიდან კომპანიის საშუალო წლიური შემოსავალი 2013-2016 წლებში 4,59 მლნ ლარი იყო, 2017-2025 წლებში კი 3,24 მლნ ლარამდე შემცირდა.

„ტენდერების მონიტორის“ მიხედვით, ამ წლების განმავლობაში კომპანიამ 241 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 129 წააგო. ეს ტენდერების „ავტომატურ“ მოგებას არ ადასტურებს.

4. „ლილო პროდაქტ სერვისის“ ციფრები გაზვიადებულია

გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, კომპანიამ 301 შესყიდვით 286 691 ლარი მიიღო.

TI-ის „ტენდერების მონიტორის“ მონაცემებით (განახლებულია 27.10.2026), 2018 წლიდან კომპანიას აქვს 198 გამარტივებული შესყიდვა 161 682 ლარის ღირებულებით და ერთი ტენდერი 1 915 ლარის ღირებულებით, ანუ სულ 199 შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 163 597 ლარი.

ეს არის საცალო ვაჭრობა 111 სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასთან, რომელთა ნახევარზე მეტი სკოლა, საბავშვო ბაღი ან უმაღლესი სასწავლებელია. ერთი შესყიდვის მედიანური ღირებულება 453 ლარია, ანუ შესყიდვების ნახევარი ამ თანხაზე ნაკლებია.

კომპანიამ 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა: ერთი მოიგო, ოთხი წააგო, ერთი არ შედგა, 2024 წელს კი დისკვალიფიკაციაც მიიღო. ეს „გარანტირებულ ტენდერებს“ არ ჰგავს.

5. სხვა პარტნიორების კომპანიები

შპს „სევსამორა მენეჯმენტის“ სახელმწიფო შესყიდვები (15 გამარტივებული შესყიდვა და ერთი ტენდერი) ჯამში 177 122 ლარს შეადგენს და არა 308 716 ლარს.

შპს „სევსამორას“, შპს „ხერკსა“ და შპს „ტაო 2052“-ს საჯარო ბაზებში სახელმწიფო შესყიდვები არ უფიქსირდებათ.

6. პარტნიორებთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობს

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში 15 პარტნიორიდან მხოლოდ ოთხის კომპანიებია დასახელებული. „არსაკიძე-2000“-ის გამოკლებით, ამ კომპანიების ჯამური შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 2018 წლიდან დღემდე დაახლოებით 340 700 ლარს შეადგენს.

TI-ის პლატფორმის „პარტიების შემოწირულობები“ მონაცემებით, „ლილო მოლის“ პარტნიორებთან 62 კომპანიაა დაკავშირებული. „ტენდერების მონიტორის“ მიხედვით, მათგან სახელმწიფო შესყიდვები მხოლოდ ხუთს აქვს.

პარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები მათი პირადი გადაწყვეტილებაა. ისინი კანონის შესაბამისად არის განხორციელებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია. საჯარო მონაცემები ამ შემოწირულობებსა და ზემოთ ჩამოთვლილ შესყიდვებს შორის მიზეზობრივ კავშირს არ ადასტურებს” - წერია განცხადებაში.

61