"ასეთ დროს პირველი რაც მოგდის თავში ეს არის მათემათიკური ფორმულა, რომლის თანახმად შესაკრეფთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. დაახლოებით ეგეთი განცდა გვაქვს დღეს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო www.businesstime.ge-ის თბილისი ცენტრალის" გენერალურმა, დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა
"თუ რამე უფრო რადიკალური და მსხვილი ცვლილებების სურვილი ჰქონდათ, უფრო მეტი სიახლე უნდა შემოეტანა პრემიერ-მინისტრს. ბატონი ლევანი დავითაშვილი წლებია მინისტრია და ანაცვლებს ეკონომიკის მინისტრს, ამით რეალურად არ იკვეთება, რომ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას უნდა ველოდოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ფრთხილი ოპტიმისტით ვუდგებით ამ თემას, და იმედ ვიქონიებთ, რომ ახალი მინისტრი შეეცდება კომუნიკაცია გააუმჯობესოს ბიზნესთან, მოვისმინოთ ის პრობლემები, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვის და არსებულის შენარჩუნების კუთხით", - განუმარტა "Business Time"-ს ლევან ყარალაშვილთან.
ჩვენს კითხვაზე, როგორ აფასებს პრემიერის გადაწყვეტიოლებას, რომლის თანახმად ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დანიშნა, ლვენა ყარალაშვილმა ასე გვიპასუხა:
"ბიზნეს ასოციაციებმა" თავის დროზე ინიციატივით გამოვედით და შეთავაზება გავუკეთეთ მთავრობას, რომ ბიზნესი ჩართულიყო ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის პროცესში. ხომ შეიძლებოდა აღნიშნულზე ბიზზნესთან კონსულტაცია ყოფილიყო?! - მსგავსი არაფერი მომხდარა, სამწუხაროდ. ხომ შეიძლებოდა ჩვენი აზრი მოესმინათ? ისევ სახეზე გვაქვს პირდაპირი დანიშვნა", - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზედავითაშვილს ჩაანაცვლებს მისი მოადგილე, ოთარ შამუგია.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში არაოფიციალურად, სხვადასხვა ვარიაციით ვრცელდებოდა, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნათია თურნავა 2019 წლის აპრილში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, მანამდე მინისტრ გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.
ლევან დავითაშვილი კი 2016 წლიდან იყო ამ პოსტზე. მანამდე, 2 წლის განმავლობაში, ისიც მინისტრის მოადგილე იყო.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა.