ახალი პრემიერის დანიშვნასთან ერთად ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია გაუარესდა, - ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა გადაცემა "მაესტროს ბიზნეს თაიმში" განაცხადა.
მისივე თქმით, წინა პრემიერის დროს გაჟღერებული იყო საკითხი, რომ როდესაც ხუთი თვე დაკეტილი იყო სავაჭრო ცენტრი მას არ უნდა ეტარებინა საგადასახადო ტვირთი, რასაც პრემიერი ეთანხმებოდა, თუმცა ამ მიმართულებით არაფერი გაკეთდა.
“მე ერთ რამეს გეტყვით, სამწუხაროა ნამდვილად, რომ ახალი პრემიერის დანიშვნასთან ერთად ჩვენი კომუნიკაცია გაუარესდა. არანაირი ინტერესი მისი მხრიდან, რომ ბიზნეს შეხვდეს, დაელაპარაკოს, თავისი ხედვა დაანახოს - არ ყოფილა. ერთადერთი, რაც დააანონსა, ეს არის 10 წლიანი ეკონომიკის გემასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის შექმნა. მე ვფიქრობ, რომ უფრო მოკლევადიანი გადაწყვეტილებებია ჯერჯერობით, მისაღებუ. დღევანდელი დღის გადასახედიდან, თუ ვინმე 10 წლიან ეგეგმას შეადგენს და გაწერს, როგორ გნვითარდება ეკონომიკა 10 წლის შემდეგ ალბათ, ნობელის პრემიას მისცემენ. ამიტომ, ვიტყვი, რომ დღეს კომუნიკაციის პრობლემა ისევ დგას, ახალი პრემიერს და ახალი კაბინეტის მხრიდან ამ მიმართულდბით ინტერესის გამოხატულება დიდად არ ყოფილა. მე არ მსმენია, რომ რომელიმე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელს შეხვედროდა პრემიერი, რათა ყოფილიყო საუბარი იმ პრობლემატიკაზე, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ ამ პანდემიის ფონზე. ვისურვებდი, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გარდა ეკონომიკური კრიზისი გვაქვს მისახედი“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა .