მომხმარებლისთვის, დღევანდელ რეალობაში, ბანკებს შორის თანხის სწრაფი გადარიცხვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საბანკო სერვისია. სტატისტიკის მიხედვით, ბანკების მომხმარებელთა დიდი ნაწილი მინიმუმ ორი ბანკის მომსახურებით სარგებლობს და ხშირად საჭიროებს თანხის საკუთარ ანგარიშებს შორის ან სხვასთან გადარიცხვებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გადარიცხვა იყოს მაქსიმალურად სწრაფი და კომფორტული.
გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკი მუდმივად ზრუნავს მისი მომხმარებლის კომფორტსა და დროის დაზოგვაზე, ბანკმა შეისწავლა, დანერგა და შესთავაზა მომხმარებელს სწრაფი გადარიცხვები ლარში ბანკებს შორის, რაც საგრძნობლად გაუმარტივებს მათ ბანკთან ურთიერთობას.
ბაზისბანკში ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული სერვისი კიდევ უფრო დაჩქარდეს და მომხმარებელმა თანხის გადარიცხვა დროის კიდევ უფრო მოკლე პერიოდში შეძლოს. არ დაკარგო დრო, გადარიცხე ლარი სულ რამდენიმე წუთში.
(რ)