სასტუმროების მმართველ კომპანია „ინნ ჯგუფს” კიდევ ერთი, ახალი სასტუმრო - Kutaisi Inn-ს ემატება. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.
ახალი სასტუმრო ქუთაისში 15 მლნ ლარის ინვესტიციით 11 ივნისს გაიხსნება.
ქუთაისის ცენტრში, ბალახვანზე განთავსებული 100-ნომრიან, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში რესტორანი, საკონფერენციო და სპორტული დარბაზი, საუნა და ბარი იქნება განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ „ინნ ჯგუფი“ 2015 წელს დაარსდა. ჰოლდინგი 5 სასტუმროსა და 2 საწარმოსგან შედგება. კომპანია თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში კიდევ 4 სასტუმროს მართავს, „ქუთაისი ინნი“ კომპანიის რიგით მეხუთე სასტუმროა. ასევე, აგვისტოს ბოლოს იგეგმება კიდევ სასტუმროს “გორი ინნის” და “ალუტექ ჯორჯიას” ბათუმის ფილიალის გახსნა.