
ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს ერთიანი ტერმინალი აქვს, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის.
გაფართოების შედეგად, ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე, მგზავრთა გამტარუნარიანობა კი - წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. ძველი ტერმინალის ფართობი 4800 კვადრატული მეტრი იყო და წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას უზრუნველყოფდა
იმოგზაურე ჩვენი განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს და გაგვიზიარე შენი მოგზაურობის ამბები.